დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. შარლ მიშელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20:00 საათზე დაეშვება, ოფიციალური შეხვედრები კი 1-ლი მარტიდან დაიწყება.
შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, რის შემდეგაც უკრაინაში გაემგზავრება.
"პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში გაეგზავრება. ვიზიტი 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოში ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ის ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება", - ნათქვამია განცხადებაში.
შარლ მიშელი ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები, კორონავირუსთან ბრძოლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები.