"პროკურატურამ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი ნიკა მელიას პატიმრობა და მისი მიზანი იყო ბრალდებულის ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“, რითაც საერთაშორისო გამოხმაურების გამო, საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაძლო უკან დახევაზე შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, მელია "პრაქტიკულად გათავისუფლებულია, პროკურატურა პოზიტიურად მიეხმარა ამ სიტუაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, როდესაც თქვა, რომ რა პოზიციაც ჰქონდა გუშინ, ის პოზიცია აქვს დღეს“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტებს რაც აწყობთ, იმაზე საუბრობენ ხოლმე, ერთ ფრაზას ამოიკითხავენ და თუ რამე კრიტიკულია, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ამავე დროს კი პარლამენტში შესვლაზე მოწოდებას აიგნორებენ. მამუკა მდიმარაძის განცხადებით, დიალოგი ახლაც შესაძლებელია, თუ ოპონენტები ამ ქვეყანაზე იფიქრებენ იმ დროს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, ისედაც ფორსმაჟორშია ქვეყანა უკვე ერთი წელია და ამაზე კიდევ ფორსმაჟორის დამატება ძალიან ცუდი საქციელია. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას უჭირს, ვირუსის მხარეს არ უნდა დადგე და შენი ქვეყნის დაზიანებაზე კი არ უნდა იფიქრო, ამ შემთხვევაშიც უნდა მონახო ძალა, რომ ქვეყანა იზრუნო.
მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლის დაკვეთაც კი არ არის დესტაბილიზაცია და ეს გუშინ ოპონენტების მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამაც დაადასტურა, როდესაც აქციაზე შეკრებილი ლიდერები სიტყვითაც აღარ გამოდიოდნენ, იმდენად დათრგუნულები იყვნენ.
„ხვალვე შეუძლია გამოვიდეს ციხიდან, თუ გირაოს გადაიხდის. პროკურატურას უკან არ დაუხევია, პატიმრობა მოითხოვა მაშინ, როდესაც ნიკა მელიამ გირაოს პირობა არ შეასრულა. აქ თანხის გადახდა კი არ არის თვითმიზანი, ან პატიმრობა გადახდა მით უმეტეს, თანხის გადახდა იყო კანონისმიერი ვალდებულების შესრულება. ახლაც იგივეს ეუბნებიან - როცა უკან დახევაზეა საუბარი, ლოგიკა სად არის?! ახლაც იგივეს ეუბნებიან, რასაც ადრე ეუბნებოდნენ, რომ პრაქტიკულად გირაო გაქვს შეფარდებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.