თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკერია აცხადებს, ის თაკო ჩარკვიანის Facebook პოსტის სერიოზულად აღქმას არ აპირებს.
„პოსტს არ გავცნობილვარ, მაგრამ ამბავი ვიცი. თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არც ერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი და არც ახლა სერიოზულად აღქმას არ ვაპირებ“, - აცხადებს ბოკერია.
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ეს მებრძოლი ხალხი , "ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის".
"ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას "თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო“ მათ ვპასუხობ: ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და „იქაც“ ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს ჩემს სამეგობრობს ფ.ბ- ში, რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ -პუტინთან ერთად გავრილოვებს ვერ მოვუგებთ! და კიდევ: პოლიტ „სიფათები“ კი არა პიჯაკი და კაბა ბეზრდება ადამიანს ერთი და იგივე", - წერს ჩარკვიანი.