ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, – ასე უპასუხა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თაკო ჩარკვიანის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
ბურჯანაძის თქმით, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ის არავის უპირისპირდება.
"საჭიროდ არ ვთვლი განცხადების გაკეთებას. ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს. ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, მე არავის ვუპირისპირდები, ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ეს მებრძოლი ხალხი , "ბოკერია- ბურჯანაძის" პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის".
"ნუ აყენებთ ხალხს შეურაცხყოფას, ეს მებრძოლი ხალხი, „ბოკერია- ბურჯანაძის“ პოლიტიკური გვამების გასაცოცხლებლად არ მოდის არა! ახალგაზრდა, ჭკვიან ხალხს დაუთმეთ გზა! იმ კითხვას "თაკო აქ რატომ გვეუბნები და მაგიდასთან რატომ არ გვეუბნებიო“ მათ ვპასუხობ: ჩემი პასუხი ასეთია: აქაც გეუბნებით პოლიტ კოლეგებო და „იქაც“ ოპოზიციის მაგიდასთან, რადგან მე ხალხთან ვარ პასუხისმგებელი პირველ რიგში, მე დავპირდი ხალხს ჩემს სამეგობრობს ფ.ბ- ში, რომ ყველაფრის შესახებ, რაც ხდება ეცოდინებოდათ, ჰოდა ვასრულებ პირობას! კოსაჩოვ -პუტინთან ერთად გავრილოვებს ვერ მოვუგებთ! და კიდევ: პოლიტ „სიფათები“ კი არა პიჯაკი და კაბა ბეზრდება ადამიანს ერთი და იგივე", - წერს ჩარკვიანი.