გაერთიანებული ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება, ხოლო 9 მარტს კი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება.
11 მარტს აქცია სასამართლოსთან გაიმართება.
"13 მარტს აქციების ბოლოში ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, ბევრნი, და რა თქმა უნდა ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მარში და აქცია თავისუფლებისთვის," - აცხადებენ ოპოზიციაში.