„მსვლელობა თავისუფლებისთვის“, – ამ სახელწოდებით მართავენ აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.
ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე ჰქვია საპროტესტო მსვლელობას. აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი დღით ცდილობენ, საზოგადოებას გაუგზავნონ გზავნილი „თავისუფლება ნიკა მელიას“ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.