ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ტელეკომპანია "დოჟდთან" ინტერვიუში.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მელია პარტიის ხელმძღვანელად არჩეულია ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით.
"მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის 60-დან 70%-მდე სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამავდროულად, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი", - განაცხადა სააკაშვილი.