ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს.
"არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი მხარდაჭერა პრო-ევროპული და დემოკრატიული ძალების მიმართ უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. უახლესი მოვლენები თბილისში - ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ მარტო საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში", - წერს ტუსკი Twitter-ის გვერდზე.