ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას პარლამენტარი ოპოზიციონერები არ შეუერთდებიან. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის, რომ მოლაპარაკების პროცესი აქამდე არ დაიწყო, სირცხვილია.
"აქციებს არ შევუერთდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ სირცხვილია ამდენი ხანი არა და არ დაიწყო მოლაპარაკებები. ყველა მეგობარი გვეუბნება, რომელიც ახლა ძალიან მკაცრად გვაკრიტიკებს, რომ დასხედით, დაილაპარაკეთ.
საქართველოს მტრების ჯინაზე ავდგებოდი და ორივე მხრიდან გადავდგამდი ერთმანეთისკენ ნაბიჯს. დეკლარირებულად ორივე მხარე ამბობს, მაგრამ მოლაპარაკება არ იწყება. დღეს ყველა ქართველ პოლიტიკოსს უნდა შეგვრცხვეს ამ დაპირისპირების," - განაცხადა "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.
ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობა ხვალ, 26 თებერვლიდან გაიმართება.