ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას მიუღებელს უწოდებს.
"ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და მისი ლიდერის დაკავება მიუღებელია. პოლიტიური კრიზისი ვერ მოგვარდება ძალადობით, აგრესიული და დამამცირებელი განცხადებებით. ამ ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ ყველანი სხვა რამეაზე ვოცნებობთ", - წერს ფოტიგა.