დაუშვებელია, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არ სრულდებოდეს, წერს სოციალურ ქსელში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი. მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უამრავი პროვოკაციული ნაბიჯის მიუხედავად, სახელმწიფომ უმთავრესი - კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვა ისე, რომ არავინ დაშავებულა და არ დაუშვა, რომ ქვეყნის ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, თანამედროვე ბოლშევიკებს კონსტიტუციური წესრიგი ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გაეთელათ.