მიუხედავად იმისა, რომ ნიკა დაიჭირეს, ბედნიერი ვარ, რომ სისხლი არ დაიღვარა, - ამის შესახებ კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" გენერალურმა დირექტორმა ანზორ მელიამ თავისი შვილის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მას შვილი ბოლო 2 თვეა არ უნახავს.
"მას არც ოჯახისთვის და არც მშობლებისთვის არ ეცალა, რადგან თავი ჰქონდა გადადებული", - განაცხადა ანზორ მელიამ.