პრემიერი უნდა გადადგეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი აკეთებს.
"დღეს ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ოპოზიციას და ხელისუფლებამ გადალახა ყველა წითელი ხაზი. ჩვენ ვგმობთ მომხდარ ფაქტს.
პირველი, რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ ერთი დღის დანიშნული პრემიერი, უნდა გადადგეს, ის მოიყვანეს ეგზეკუტორად და უნდა წავიდეს ეგზეკუტორად. შემდეგ უნდა ჩაინიშნოს პროცესი სააპელაციო სასამართლოში და მან უნდა გამოიჩინოს ობიექტურობა საქმის განხილვისას", - განაცხადა ხუციშვილმა.