ვიწყებთ ძალიან დიდ, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბოლშევიკური რეჟიმისგან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო როდიონოვის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, როდესაც საბჭოთა არმიის დაბადების დღეს მთავარი ოპოზიციური ძალის ოფისში შემოვარდნენ, დაარბიეს ყველაფერი, დააპატიმრეს მთავარი ოპოზიციური პარტიის არჩეული ახალი ლიდერი ნიკა მელია.
"ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად ვიწყებთ ძალიან დიდ, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ბოლშევიკური რეჟიმისგან. ეს არის როდიონოვები, როდიონოვის რეჟიმი, ამიტომ, ახლა მომეცით საშუალება, რომ ვიმუშაო რამდენიმე წუთი. ვისაც აინტერესებს გამოხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, შეუძლია, გადაავლოს თვალი, მაგალითად, „ტვიტერს“, რა მძიმე განცხადებები კეთდება, მათ შორის კეთდება განცხადებები ყველაზე სევდიანი და ტრაგიკული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური კურსიდან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ეს კომუნკაცია არის მუდმივად, ახლაც კომუნიკაციაა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაცია იქნება მუდმივი, ყოველწუთიერი, არა მხოლოდ აქაურ დიპლომატებთან, არამედ ჩვენს დედაქალაქებთან, პარტნიორების დედაქალაქებთან. პირობას გაძლევთ, არ დავუშვებთ, რომ ამ ქვეყნის მომავალს საფრთხე დაემუქროს, ვიქნებით 10 000, გავიზრდებით, ვიქნებით 20 000 და ნიკა აუცილებლად გამოვა თავისუფლებაზე. არ ვიცი, გვიყურებს თუ არა, მაგრამ კიდევ მინდა, გავუმეორო, ვამაყობ, რომ მისი თანამებრძოლი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩვენ თავისუფალი მედიის, თავისუფალი სიტყვის, ასევე ჩვენი დიდი მოკავშირეების იმედი გვაქვს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.