ამ ავტორიტარიზმის რესურსი არის ის 5 მლრდ ლარის ვალი, რის აღებასაც "გავრილოვის რეჟიმი" წელს აპირებს, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისივე განმარტებით, რეჟიმის უტიფრობა ამ თანხის პირდაპირპროპორციული იქნება.
"გაისად ეს რესურსი აღარ იარსებებს. შეიძლება წელსვე. ეს შედეგი ყველაზე მძიმედ სწორედ იმ ადამიანებზე აისახება, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს ტელევიზიის ეკრანზე მორიგი ბრაზილიური სერიალივით უყურებენ", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.