დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას ჰყავს ძლიერი პოლიცია, ეფექტური შსს.
"მთავრობის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრ გომელაურს, მადლობა მთელ პოლიციას, რადგან მათ დაიცვეს სახელმწიფო ღირსება, დაიცვეს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.