ჩვენი ვალია, ახლა გვქონდეს რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან ავტორიტარიზმის ჭაობში. არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგია ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შედეგების მიღწევამდე აუცილებელია, აქციები.
"ამიტომ, აუცილებელია აქციები. დღეს 15:00 საათზე შევიკრიბებით კანცელარიასთან. ასევე, ვიმსჯელებთ შემდეგ აქციებზეც. აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის შედეგი, რაც სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.