პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმა და ღია პროვოკაციაა საკუთარ ხალხთან.
"23 თებერვალს როდესაც საბჭოთა არმიის დღეა და ოკუპაციის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ. ამ დღეს სპეცოპერაციის ჩატარება ოპოზიციის ლიდერის დასაპატიმრებლად უმძიმესი სანახავია.
ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმა და ღია პროვოკაცია საკუთარ ხალხთან. პოლიტიზირებული მართლმსაჯულების გამოყენება იარაღად ესეც საბჭოური გადმონაშთია ,რომელსაც თავი ვერ დააღწია ხელისუფლებამ. გაფრთხილებდით ყველა შინ და გარეთ , რომ ეს კიდევ უფრო ყოფს და აპირისპირებს საკუთარ ხალხთან ხელისუფლებას.
უმძიმეს ისტორიას წერთ! ასე სუსტები იქცევიან და არა ძლიერები .ჩვენს ქვეყანას წარსულში მიაქანებს ხელისუფლება და პერსპექტივას უკარგავს იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. უსამართლო სისტემა ყოველთვის იცვლება !", - აცხადებს ეკა ბესელია.