"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან სადაც ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია განხორციელდა იმყოფება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
"ეს არის დიქტატურის დამყარება რაც ხდება, ძალიან მაინტერესებს ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავდათ, რომ ეს ყველაფერი 23 თებერვალს არ გაეკეთებინათ? საღამოს მივლენ და იუნკერების ხსოვნას მიაგებენ პატივს. ძალიან დიდი სირცხვილია და დასანანია, რომ ქართველების 30 წლიანი ბრძოლა ამით დასრულდა”, - ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ცოტა ხნის წინ დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.