"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარება მოუწევთ.
"მე ვისურვებდი, რომ მათთვის ტრაგიკული და ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ნაბიჯი არ გადადგან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რომ ეს ნაბიჯი ვერ და არ გადადგან. ჩვენი პოზიცია იგივეა რაც იყო, მაშინ მოუწევთ მელიას კი არა, მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარება. ბევრი ხალხის დაკავება და ძალის გამოყენება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.