დღეს გაფაციცებით გისმენდით, მანამდე "ქართულ ოცნებას" რომ ხვდებოდით იქაც გისმენდით, ერთხელ არ გითქვამთ "ქამრების შემოჭერა" ზრდილობის გულისთვის. ამ კითხვით, პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
ალეკო ელისაშვილი ასევე დაინტერესდა, ბოლოს როდის იყო ირაკლი ღარიბაშვილი ნავთლუღის ბაზარში.
"სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2019 წელს მოსახლეობის 19,5% იყო სიღარიბის ზღვარს ქვევით და მოსახლეობის მეხუთედი იყო ღატაკი. კორონავირუსმა ალბათ გააორმაგა ეს მონაცემი. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს? აი, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ მაგალითად? იცით თუ არა, რომ ყოველ მეორე პენსიონერს წინასწარ ნახევარი წლის პენსია აქვს გამოტანილი. იცით თუ არა რომ პენსიონერებს მთელი თანხა მედიკამენტებში ეხარჯებათ. წამლებში მეტი ფული ეხარჯებათ, ვიდრე საჭმელში. მთავრობამ, "ქართულმა ოცნებამ" ამ წლების განმავლობაში ამ საკითხს ვერაფერი მოუხერხა", - განაცხადა ელისაშვილმა.