საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ არის და ის ხელოვნურად არის შექმნილი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ტყუილად ცდილობენ ჩვენი, არ მინდა ამ სიტყვის თქმა, მაგრამ ოპონენტებად წოდებული, რადიკალური-დესტრუქციული ძალები ჩვეული ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში, იმგვარად წარმოჩენის პოლიტიკური სურათის, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი. ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო, არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში, გარდა იმ კრიზისებისა რომლებიც მე ჩამოვთვალე: პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ასე შემდეგ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შეაქო ოპოზიცია, რომელმაც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"გარდა ამისა, მინდა მოვიწონო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხის გადაწყვეტილება, ჩვენი ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში, რაც ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა", - დასძინა ღარიბაშვილმა.