საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი მუშაობის პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში, ჩარჩოებში დაბრუნება.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, საქმიანობის პირველი 100 დღის განმავლობაში ასევე მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი, ამბიციური გეგმის შემუშევება.
"ამას მე ვაპირებ ჩემს გუნდთან, მთავრობასთან ერთად, რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობით. ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს და რაღაც ერთგვარ ახალ ენერგიას მისცემს ადამიანებს. იდეა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი მეოთხე ათწლეული, ჩამორჩენილობის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.