იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ 25 თებერვალს დაანოსნებული აქცია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" ოფისში ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისთან და ოპოზიციის წარმოამდგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე..
მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ ყველაფერი გააკეთოს.
"იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ