ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება და ეს მისია არის შეუსრულებელი. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად არის ახალი არჩევნები.
"ქართულმა ოცნებამ უნდა გაიაზროს, რომ ერთადერთი გამოსავალი არის უკან დახევა. მათ უნდა მიხვდნენ, რომ ოკუპანტის ბორკილები ნიკა მელიას ხელზე არ დაიდება და ეს მისია არის შეუსრულებელი. სჯობს დღესვე მიხვდნენ, სჯობს ხვალვე მიხვდნენ სანამ მართლაც უმძიმეს მდგომარეობაში არ ჩაიგდებენ თავს. ქვეყანაში ცვლილებების გარეშე ვითარება ვერ დანორმალიზდება. ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ უნდა დადგეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, ანუ ახალი არჩევნები არის ერთადერთ გამოსავალი", - თქვა ნიკა მელიამ.