პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს მასშტაბური რეფორმები უკავშირდება, მათ შორის თავდაცვის სფეროში განხორციელებული "უშველებელი რეფორმები, რომელმაც საბოლოოდ შექმნა და ჩამოაყალიბა ჯარი".
მისი განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პარლამენტში ფართო მხარდაჭერა ექნება.
"რაც შეეხება თავად ღარიბაშვილს, კი, იყო ის პერიოდი, როცა გადადგა, მაგრამ რეფორმების ის მასშტაბი, რომელიც მან ჩაატარა, ის, რომ მის სახელს უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირება, თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, თავდაცის სისტემაში უშველებელი რეფორმები, რომელმაც ჯარი საბოლოოდ შექმნა და ჩამოაყალიბა, საფუძველს იძლევა, რათა მას მხარი დაუჭიროს 76-მაც და მეტმა დეპუტატმაც", - განაცხადა ვოლსკიმ.