ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.
"შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი-მინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს. ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - განაცხადა შალვა პუპუაშვილმა.