ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია.
"შეშფოთებული ვარ საქართველოდან მიღებული ახალი ამბებით. ქვეყანა, რომელიც ერთ დროს სხვისთვის მაგალითის მიმცემი იყო, ახლა კვლავ უბრუნდება გასული საუკუნის 90-იანი წლების მშფოთვარე წარულს. ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია", - აღნიშნავს ფოტიგა.