ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერის გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ეს არის გამარჯვება. ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა ჩვენი მოთხოვნაა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა. უნდა შესრულდეს ყველა ის მითითება, რაც ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აქვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მინდა მივულოცო ყველას ვინც 20 ივნისს გამოვიდა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. გახარიას გადადგომით დავამარცხეთ რუსეთი, დავამარცხეთ გავრილოვი", - განაცხადა სამადაშვილმა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.