დაიბეჭდა ფილოლოგიის დოქტორის, საბა მეტრეველის მონოგრაფია „ქართული სულიერი კულტურის პარადიგმები - აგიოგრაფია“, რომელიც გამოსცა საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ.
ნაშრომში შესწავლილია აგიოგრაფიის სპეციფიკა, მისი როლი და ადგილი ქართულ სულიერ კულტურაში; IV-XI საუკუნეების ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები დაწყებული „წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ დამთავრებული „წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებით“ (სულ 17 ტექსტი) გაანალიზებულია რელიგიურ-დოგმატური და მხატვრულ-ესთეტიკური ასპექტებით.
წიგნი განკუთვნილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების, სასულიერო სემინარია-აკადემიების სტუდენტების, მასწავლებლების, მკვლევრებისა და ქართული საეკლესიო მწერლობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნის რედაქტორია პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი.