ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში "ფორუმი" წარმოდგენილი იქნება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი "მოთვინიერება".
ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს გაიმართა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ბერლინალეს სრული პროგრამა ეტაპობრივად გასაჯაროვდება 11 თებერვლის ჩათვლით.