დეა კულუმბეგაშვილი ფილმმა "დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
"დასაწყისი" დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა "დასაწყისი" მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტიავლის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.
"დასაწყისი"-ს ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კი გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი 4 ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი "ოქროს ნიჟარა", საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი).
"დასაწყისი" გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფოტო: არქივი