7 თებერვალს, 22:00 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში დიტო ცინცაძის სამხედრო დრამის, "შინდისის" პრემიერა გაიმართება.
2019 წელს გადაღებული ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ეპიზოდებს ეხება.
17 გმირის ისტორია, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში 11 წლის წინ დაიღუპა, დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" მთავარი თემაა. ეს კინოსურათი ოსკარისთვის იბრძოლებს. მანამდე კი ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო პრიზების მოპოვებას განაგრძობს.
ფილმი "შინდისი" რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ისტორია კი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში განვითარდა, მაშინ, როდესაც საქართველოს მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეული დაესხა თავს. უთანასწორო ბრძოლაში რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა 17 ქართველი სამხედრო მოკლეს. სწორედ ეს ისტორია გახდა რეჟისორის შთაგონების წყარო.
სურათში მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამარ აბშილავა და გიორგი ხურცილავა ასრულებენ. ფილმი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით არის გადაღებული.
"შინდისი" უკვე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ბოლოს ჰოლივუდში იმყოფებოდა, სადაც რეჟისორ დიმიტრი ცინცაძეს, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. 2019 საქართველომ ფილმიოსკარზე წარადგინა.