გერმანიის ფედერაცის კანცლერ ანგელა მერკელსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
კანცლერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანგელა მერკელმა გერმანიაში მიიწვია ჯო ბაიდენი.
ამასთან, მერკელი მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს გააუქმა წინამორბედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
მერკელმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საერთაშორისო პრობლემების ევროპელ და ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად მოგვარებას.
ბაიდენმა, თავის მხრივ, გამოთქვა მზაობა შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ურთიერთობების "გაღრმავებისთვის".
ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იბრძოლებენ პანდემიისა და კლიმატის ცვლილების წინააღდეგ.
მერკელმა და ბაიდენმა ასევე ისაუბრეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, ავღანეთი და ირანი.
ბაიდენის წინამორბები ხშირად აკრიტიკებდა გერმანიას თავდაცვისთვის გაღებული დაბალი ხარჯების გამო. გერმანიასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დაიძაბა გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის საკითხთან დაკავშირებით, ანგელა მერკელი ემხრობა გაზსადენის პროექტს, შეერთებული შტატები კი წინააღმდეგია და ცდილობს, სანქციების დაწესებით შეაფერხოს პროექტის მიმდინარეობა.
შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება პროექტს იმ მოტივით, რომ იგი აძლიერებს კრემლის ძალაუფლებას ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე და [რუსეთი] სჯის უკრაინას, რომელიც თავის აღმოსავლეთ პროვინციებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძვის.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი გეგმავს, თავისი მრავალწლიან ზრახვა, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანოს სისრულეში.