შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ოვალური კაბინტის დაკავებისთანავე, თავისი წინამორბედის დონალდ ტრამპის არაერთი გადაწყვეტილება გააუქმა.
ბაიდენმა ხელი მოაწერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგნიზაციაში აშშ-ის დაბრუნების შესახებ. ვაშინგტონმა ჯანმო გასული წლის ივლისში დატოვა. ტრამპი აცხადებდა, რომ ქვეყანა წყვეტს ჯანმო-სთან ურთიერთობას და მის დაფინანსებას, რადგან ორგანიზაციამ უარი თქვა რეფორმების შესრულებაზე. ტრამპმა ჯანმო დაადანაშაულა ჩინეთის ინტერსებიდან გამომდინარე კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბების დამალვაში.
ამის გარდა, ბაიდენმა ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას და შეაჩერა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა. კედლის ნაწილი უკვე აშენებულია, ბაიდენმა მიანიშნა, რომ ნაგებობის დანგრევას არ აპირებს.
ბაიდენმა ასევე გააუქმა დადგენილება ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეების შესვლის აკრძალვის შესახებ. საუბარია ირანის, ლიბიის, სირიის, იემენისა და სომალის მოქალაქეებზე, ასევე ვენესუელელ თანამდებობის პირებზე.
გარდა ამისა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სავალდებულო გახდა ფედერალურ შენობებში სახის დამცავი ნიღბების ტარება.