უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს მსახიობი ნაომი აკი შეასრულებს. იუწყება Hollywood Reporter-ი.
ლეგენდარული მუსიკოსის ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორია სტელა მეგი.
"მთელი წელი ვეძებდით მსახიობს, რომელიც შეძლებდა უიტნი ჰიუსტონის როლის შესრულება. ძალიან მოგვეწონა ნაომი აკი. გაგვაკვირვა მისმა შესაძლებლობამ სცენაზე მომღერლის განცდები და ამავე დროს შინაგანი ემოციები თანაბრად წარმოეჩინა", - თქვა რეჟისორმა სტელა მეგიმ.
ფილმის სახელწოდება სავარაუდოდ უიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთი სინგლის სახელი - I wanna dance with somebody/მსურს ვინმესთან ცეკვა - იქნება.
კინოსურათის სცენარი რეჟისორმა სტელა მეგიმ "ბოჰემური რაფსოდიის" ავტორთან, ენტონი მაკარტენთან ერთად დაწერა.
ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2022 წლის ნოემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.