15-22 დეკემბერს, დედაქალაქის მერია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საჩუქარს უკეთებს ყველას, ვისაც უყვარს თეატრი. პანდემიიდან გამომდინარე, ფესტივალმა ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, სადაც საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების ნახვას ნებისმიერი მსურველი სრულებით უფასოდ შეძლებს.
15 დეკემბრიდან - 18 დეკემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება 11 უცხოური სპექტაკლი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა წლებში იყო წარმოდგენილი თბილისში. საერთაშორისო პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 24 საათის განმავლობაში.
ქართული სპექტაკლების პროგრამა წარმოდგენილი იქნება 18 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და მასში მონაწილეობას მიიღებს, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების თეატრები და დამოუკიდებელი კომპანიები. ქართული სპექტაკლების პროგრამის ბმული ხელმისაწვდომი იქნება 48 საათის განმავლობაში.
პროგრამისა და სპექტაკლების ნახვა შესაძლებელია:
ვებ გვერდზე - https://tbilisiinternational.com
FACEBOOK გვერდზე - https://www.facebook.com/TbilisiInternational