საქართველო რომ ეკონომიკურად არ არის მძლავრი ქვეყანა ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნები და ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოქლვაძემ.
მისი თქმით, ის სუპერმარკეტებში ბევრ ხალხს ხედვას, რაც მისი აზრით, მიანიშნებს, რომ "არც ისეთი უბედურებაა".
"თუნდაც ის, რასაც მე ვხედავ, თუ გინდათ ჩემი გამოცდილებიდან, ხშირად სუპერმარკეტში ვხედავ ძალიან ბევრ რიგებს სხვათა შორის. და მე ვფიქრობ, სად არის ეს ბალანსი, როგორ არის, ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და აბა ეს ვინ ხალხია, ქართველები არ არიან?", - თქვა ბოქლვაძემ.