აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა, - ამის შესახებ განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ბარმა, რომელიც გენერალური პროკურორის მოვალეობასაც ასრულებს.
ბარის თქმით, შესაძლო დარღვევებზე საჩივრებს ფედერალური პროკურორები და გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები განიხილავდნენ.
"ამ დროისათვის ვერ აღმოვაჩინეთ ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც არჩევნების შედეგებს შეცვლიდა", - აღნიშნა ბარმა "ესოშიეთიდ პრესთან" საუბრისას.
ამის პასუხად, ტრამპის იურისტებმა რუდი ჯულიანმა და ჯენა ელისმა განაცხადეს, რომ იუსტიციის სამინისტროში მსგავსი გამოძიება არ ჩატარებულა.
მათი თქმით, ტრამპის გუნდს გაყალბების უამრავი მტკიცებულება აქვს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გენერალური პროკურორი არ ფლობს ინფორმაციას "არსებული დარღვევებისა და თაღლითობის მტკიცებულებების შესახებ".
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოებერს გაიმართა. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია, დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს და სასამართლოში ზოგიერთი შტატის შედეგენს ასაჩივრებს.