ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად კორონავირუსის ვაქცინის 3 მლრდ დოზის დამზადებას გგემავს, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელმისაწვდომი მომავალი წლის ბოლოსთვის იქნება.
"AstraZeneca-თან თანამშრომლობის შედეგად ვიმედოვნებთ ვაქცინის 3 მლრდ დოზის დამზადებას და მთელ მსოფლიოში ადამინებისთვის მომავალი წლის ბოლოსთვის მიწოდებას",- ნათქვამია ოქსფორდის უნივერსიტეტის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ორშაბათს მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზის შედეგები გამოაქვეყნეს. ოქსფორდის ვაქცინა ChAdOx1 nCoV-19 დამზადებულია ადენოვირუსის საფუძველზე.
სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინა 70%-ით ეფექტიანია.
ცოტა ხნის წინ ფარმაცევტულმა კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მა განაცხადეს, რომ მათმა ვაქცინამ 95%-იანი ეფქტიანობა აჩვენა.