მზია ამაღლობელმა, მისი საქმის დასკვნით პროცესზე სიტყვა დაკავებულ აქტივისტზე, ნინო დათაშვილზე საუბრით დაიწყო, მის სიტყვას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს:
"ერთ-ერთ სხდომაზე ვთქვი, გარეთ ისე ვითარდება სიტუაცია, ჩემს საქმეზე ვერ ვკონცერტრირდები მეთქი. 4 აგვისტო მქონდა მონიშნული თარიღი, რომელიც ნინო დათიშვილის, სინდისის პატიმრის, აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა. ის იმავე დაწესებულებაშია, სადაც მე, მაგრამ ისე ვართ იზოლირებული, შემთხვევითაც ვერ შევხვდი.
ნინო გამაგრდი, მარტო არ ხარ!
მაშინ, როცა გავიგე, რომ ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებენ, ჩამოვიშალე...
ბატონო პრპოკურორებო, ხანდახან ბრაზისგან მეც თვალი ამიცრემლიანდა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ხმა მიკანკალებს - რას ფიქრობთ, მეც ხომ არ უნდა გადამამოწმოთ ფსიქიატრიულში?
ჩემი სათქმელი ნინო დათიშვილის ამბავმა შეცვალა, მინდოდა მესაუბრა ნეტგაზეთზე, ბათუმელებზე..." - თქვა ამაღლობელმა "რადიო თავისუფლების" ცნობით.