ყველასათვის საყვარელი ამერიკული ანიმაციური სერიალის გმირები კატა "ტომი" და თაგვი "ჯერი" ეკრანებს უბრუნდებიან.
ახალი ფილმის პრემიერა, რომელშიც ტომი და ჯერის გარდა, სხვა მსახიობებიც მონაწილეობენ, 2021 წელს გაიმართება.
ფილმში ჰოლივუდის ვარსკვლავები ქლოი გრეის მორეცი და მაიკლ პენია მონაწილეობენ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ჯერი დასახლდა. აქ მალე გრანდიოზული ქორწილი უნდა გაიმართოს. თაგვის მოსაშორებლად თანამშრომელი (ქლოი გრეის მორეცი) თავის უფროსს (მაიკლ პენიას) სთავაზობს ცნობილი კატის დაქირავებას.
Warner Bros. Pictures-მა ფილმის ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოაქვეყნა.