შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს. ამის შესახებ ბაქრაძემ "დღის ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი.
"მაიკ პომპეოს ვიზიტმა აჩვენა, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არის ისეთი მჭიდრო, როგორც არასდროს და ეს ტრაექტორია არის აღმავალი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს ურთიერთობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება, ხვალინდელი უკეთესი დღე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რა პროცესშიც ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მტკიცედ უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მთლიანობის მიმართულებით იყოს უზრუნველყოფილი ამ ორმხრივ ურთიერთობებში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.