ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიების შეფასებას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამის შესახებ მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე კეილ ბრაუნი.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებებმა და პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანებამ შეამცირა საზოგადოების ნდობა.
განცხადებაში მოწოდებულია, რომ დარღვევებსა და ხარვეზებზე, რომლებიც დოკუმენტურად არის განმტკიცებული, სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებას იზიარებენ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია უბნების 100%.
არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გამარჯვება, 16-ში მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობენ, უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.
NDI - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ანგარიში იხილეთ ბმულზე.