ზაპოროჟიეზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი ავრცელებს.
მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, მაღაზია და ბაზარი.