"როდესაც ამ ასაკის კაცი მუდმივად გამოირჩევა პროვოკაციებით, ეს ძალიან მძიმედ მეტყველებს მასზე და მის თვისებებზე", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნას.
მისი თქმით, კანონდარღვევის მიუხედავად, მელიას დაკავება პოლიტიკურად არასწორი იქნება.
"ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. თუმცა, პოლიტიკურად მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი. ჩვენ უნდა დავამარცხოთ ნიკა მელია ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე. ამის შემდეგ რა ზომები მიიღება, ეს არის უკვეს სხვა საქმე", - განაცხადა კობახიძემ.