რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და მომიტინგეებს შორის გადააგდო.
"აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენს გვერდით იმ ბრძოლაში უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო. ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ", - თქვა მელიამ.