შეერთებული შტატების სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი კონი ბარეტი დაამტკიცა.
დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადმა სენატი, 52 ხმით მხარს დაუჭირა მათი თანაპარტიელის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ კონი ბარეტის კანდიდატურას.
დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ემი კონი ბარეტი 26 სექტემბერს წარადგინა.
ემი კონი ბერეტმა უნდა ჩაანაცვლოს უზენაესი სასამართლოს სახელგანთქმული მოსამართლე, სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერი რუთ ბეიდერ გინსბურგი, რომელიც 87 წლის ასაკში გასულ თვეს გარდაიცვალა.
შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს 9 მოსამართლე ჰყავთ, რომელთაგან 6, ემი კონი ბარეტის ჩათვლით, კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენს, დანარჩენი 3 კი - ლიბერალურს.