ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა.
სანქციები 2021 წლის 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც კავშირში არიან ქიმიური იარაღის გამოყენებასა და გავრცელებში. მათ შორის არის ოთხი პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სკრიპალების მოწამვლის საქმეში სოლსბერიში.
შემზღუდავი ზომები სულ ცხრა ადამიანის წინააღმდეგ იმოქმედებს. სანქცირებულთა სიაში შეყვანილი კიდევ ხუთი პირი სირიის ხელისუფლებას უკავშირდება. სანქციების ქვეშ მოყვა სირიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რომელიც, ევროკავშირის განცხადებით, ქიმიური იარაღის დამზადებით არის დაკავებული.
სანქციები ფიზიკურ პირებს ევროკავშირში შესვლას უკრძალავს. ამკრძალავი ღონისძიებები ასევე ითვალისწინებს ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას.
მოკლედ სკრიპალების მოწამვლის საქმეზე
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში.
თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა.
ბრიტანელი სამართალდამცავების მიერ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
2018 წლის 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებით.
რუსეთი ტრადიციულად უარყოფს სკრიპალების მოწამვლის საქმეთან კავშირს.
ფოტო: GettyImages