დიდი ბრიტანეთი „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით 23 რუს დიპლომატს გაიწვევს - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ლონდონი შეაჩერებს ყველა ორმხრივ კონტაქტს რუსეთთან, ხოლო მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები არ დაესწრებიან რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე მან გაუგზავნა მოწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომ ეწვიოს ლონდონს.
სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტი გასულ კვირას მოხდა. ორშაბათს ტერეზა მეიმ უკვე განაცხადა, რომ ინცინდენტში ჩართულია რუსეთი. მისი სიტყვებით, სკრიპალზე იმოქმედეს ნერვო-პარალიზებული ნივთიერებით, რომელიც რუსეთში იწარმოება.